Draft:იზა ჩანტლაძე


იზოლდა (იზა) ჩანტლაძე - (1939-2024)

იზოლდა (იზა) ჩანტლაძე - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლი,იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი და ივანე ჯავახიშვილის ჯილდოს მფლობელი.

ბიოგრაფია

დაიბადა  ქ. თბილისში,  1939 წლის 1 დეკემბერს.

1957 წელს მედალზე დაამთავრა რკინიგზის №2 (ამჟამად 113-ე) საშუალო სკოლა და გასაუბრების წესით ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე, ხოლო მომდევნო წლიდან კავკასიოლოგიის მაღალაკადემიურ დონეზე შესწავლის მიზნით გადაიყვანეს კავკასიურ ენათა განყოფილებაზე.

მეორე კურსიდანვე სისტემატურად კითხულობდა მოხსენებებს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებზე როგორც ქართველოლოგიაში, ისე ბიზანტინოლოგიაში.  მოხსენებამ „ბერძნიზმები სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონაში“, რომელიც წაკითხული იყო მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სტუდენტ-ორიენტალისტთა პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე 1960 წელს, დაიმსახურა რექტორის სპეციალური პრემია. იმავე წელს აირჩიეს თბილისის VIII მოწვევის საქალაქო საბჭოს დეპუტატად.

1962 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მაშინვე ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტად.

1965 წელს მიენიჭა საგანგებო პრემია საკანდიდატო დისერტაციის ვადამდე ადრე დამთავრებისათვის.

1967 წლიდან მუშაობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტში (ჯერ უმცროს, მერე კი უფროს, წამყვან და მთავარ მეცნიერთანამშრომლად), პარალელურად შეთავსებით მუშაობდი თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სხვადასხვა დროს. ბათუმის უნივერსიტეტის რექტორატთან დაარსდა „ქართველი ხალხის ეთნოლინგვისტურ და ანთროპოლოგიურ კვლევათა საერთაშორისო ცენტრი“, რომლის ხელმძღვანელი იყო 2005-2008 წლებში.  ქ-ნი იზას ხელმძღვანელობით ,ბათუმში  24 ქვეყნის მეცნიერთა მონაწილეობით ჩატარდა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომლის მასალები გამოქვეყნდა ორტომეულ სამეცნიერო კრებულში „ლინგვოკულტუროლოგიური ძიებანი“ (2011 წ.).

1969 წელს დაიცვა  საკანდიდატო დისერტაცია „ძველი სვანური

ხალხური სიმღერების ენისა და ცოცხალი მეტყველების შეპირისპირებითი ანალიზი“ (მეცნიერხელმძღვანელი აკად. არნოლდ ჩიქობავა, სამეცნიერო კონსულტანტი აკად. ვარლამ თოფურია), ხოლო 1990 წელს – სადოქტორო დისერტაცია „სახელთა პარადიგმატული სისტემა სვანურში (დანარჩენ ქართველურ ენებთან მიმართებით)“.

2006 წლიდან იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, ხოლო 2017 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ მომანიჭა დიდი იაკობგოგებაშვილის პრემია ლინგვისტურ ქართველოლოგიაში მიღწეული წარმატებებისათვის.

აქვს  15 მონოგრაფია და 350-მდე სამეცნიერო ნაშრომი. ქ-ნი იზას , მოღვაწეობის საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მთავარ სამეცნიერო შედეგად მიანჩდა  ვარლამ თოფურიას და მაქსიმე ქალდანის ნახევარსაუკუნოვანი ღვაწლის დასრულება „სვანური ლექსიკონის“ სახით (2000 წ.). 2008 წელს გამოსცა ვარლამ თოფურიას „სვანური ენის სახელმძღვანელო“, რომელიც ბატონ ვარლამს  საწერ მაგიდაზე დარჩა დაუსრულებელი სახით.

ძალზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსთაველის ფონდის დაფინანსებით შეიქმნა მონუმენტური (836 გვ.) მაღალაკადემიური წიგნის „კოდორული ქრონიკების“ პუბლიკაცია 2007-2010 წლებში. ქ-ნმა იზამ და მისმა მოწაფეებმა კოდორის ხეობაში მუშაობით იქაური მეტყველება სასწაულად გადაარჩინეს დაღუპვას 2008 წლის აგვისტოს ცნობილ სამხედრო ბატალიებამდე.

გარდა ამისა, კარგა ხანია კოლეგებთან (პროფესორებთან: ალექსანდრე ღლონტთან, ოთარ ქაჯაიასთან და ომარ მემიშიშთან) ერთად შეიქმნა  „ქართველურ ენათა მცირე ლექსიკონი“ (300 გვ.), რომლის მხოლოდ კომპიუტერული ვარიანტი  არსებობს,  სამწუხაროდ, ეს კოლექტიური ნაშრომი ერთხელაც კი არაა მოხსენიებული 2015 წელს დაბეჭდილ „ქართველურ ენათა ლექსიკონში“, თუმცა მისი არსებობა ყველა ქართველოლოგისთვისაა ცნობილი. ის დასახელებულია დიდი იაკობ გოგებაშვილის პრემიის მოსაპოვებლად გამართულ კონკურსში მონაწილე ქ-ნი იზას ერთ-ერთი მონოგრაფიის („ქართველური ლექსიკის ისტორიიდან“, 2012 წ.) ბიბლიოგრაფიაშიც.

სისტემატურად მონაწილეობდა როგორც საერთაშორისო (ECLinG), ისე ადგილობრივ სამეცნიერო პროექტებსა და კონფერენციებში სხვადასხვა ქვეყანაში.  პროფესორ ჰაინც ფენრიხთან თანაავტორობით ქ. იენაში გამოვიდა საქართველოში ჯერჯერობით შეუსწავლელი გარდამავალი დიალექტის – ჩოლურული სვანური მეტყველების ამსახველი წიგნი "Tscholurswanisch-Deutsches Verbenverzeichnis" (2003 წ.). ამჟამად  ქ-ნი იზა მაინის ფრანკფურტის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ლინგვისტიკის ინსტიტუტის დირექტორთან, პროფესორ იოსტ გიპერტთან და  დისერტანტებთან ერთად მუშაობდა „ზემოსვანურ მორფემულ ლექსიკონზე“, რომელიც, მალე  დაიბეჭდება

ქ-ნმა იზამ აღზარდა 17 ასპირანტი, მათ შორის 11 ფილოლოგიის დოქტორი  .  1999 წელს ქ. თბილისში დააარსა სკოლა  ,,აკადემოსი’’ ( „კაი ყმა“),

ჰყავს ქალიშვილი, სამი შვილიშვილი და  შვილთაშვილი –საბა ბენდიანიშვილი.